მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციის ფარგლებში „ლიბერთი ბანკის“ დირექტორმა არმენ მატევოსიანმა Gift card-ით დაასაჩუქრა კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები, რომლებმაც საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციების შესახებ საუკეთესო ნაშრომები წარმოადგინეს.
„ლიბერთი ბანკთან“ ერთად წლევანდელი კონფერენციის პარტნიორები „ინტელი“, „მაიკროსოფტი“, „ესაბი“ გახლდათ და 250 პედაგოგმა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა და ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.