21 ნოემბერს, 11:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიაში საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და გლობალური ალიანსის პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი.
12:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო დარბაზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო“. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის, სამედიცინო საზოგადოების, ჯანდაცვის სამინისტროსა და“გლობალური ალიანსის“ წარმოამდგენლები.
სიტყვით გამოვლენ მინისტრი ირაკლი ღარიბაშივლი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო , „გლობალური ალიანისის“ სამეტვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი და ალიანსის პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი.
კონფერენციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.
შეგახსენებთ, რომ პოპულარული ფრანგი პოლიტიკოსი, დიპლომატი და ექიმი, ბერნარ კუშნერი დაიბადა 1939 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ ავინიონში. იგი სამჯერ 1992-1993,1997-1999, 2001-2002 წლებში იყო საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, ხოლო 2007-2010 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი იყო ერთ ერთი ინიციატორი 1971 წელს, პარიზში ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშეს“(Médecins sans frontières), დაფუძნებისა, რომელმაც მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებისათვის უდიდესი სამუშაო გასწია. აღნიშნულის გამო, ორგანიზაციას 1999 წელს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში. ბერნარ კუშნერი საქართველოს 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობდა და სარკოზისთან ერთად საქართველოს მშვიდობა მოუტანა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენს.
კუშნერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და პროგრამები და წარმატებული უწოდა. მან საქართველოსა და უკრაინას ჯანდაცვის სისტემები ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა: „ამ ქვეყნებს ჯანდაცვის სფეროში განსხვავებული პრობლემები აქვთ, საქართველო გაცილებით წინ არის, რადგან თქვენ ძალიან კარგი ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობა გყავთ, რომლებიც სისტემის რეფორმას წარმატებითა და დაკვირვებით ახორციელებენ. სისტემის რეფორმა გარკვეულ ფინანსებთანაა დაკავშირებული, თუმცა, საქართველომ უკვე მოახერხა სისტემის რეფორმირება და უკვე არსებობს რამდენიმე წარმატებულად განხორციელებული პროექტები. თქვენ გაქვთ ბალანსი კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის, რაც ყოველთვის არ არის იოლად მისაღწევი“.