ერთობლივი საბჭოს სხდომაზე დასავლური სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრების ეფექტურ საშუალებებზე იმსჯელეს
ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა ერთობლივი საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეოდნენ გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია და ჩვენი საზოგადოებისთვის, დიდი პატივია დღეს, რომ შესაძლებლობა გვაქვს გავიზიაროთ ბატონ ბერნარდ კუშნერის, მართლაც, უდიდესი გამოცდილება. “ვიდრე ის გახდებოდა პოლიტკოსი, იყო ძალიან წარმატებული ექიმი, რომელსაც უდიდესი პროექტები აქვს განხორციელებული. მისი გამოცდილება მნიშვნელოვანია ჩვენთვის მრავალი მიმართულებით, როგორიცაა ქვეყნის ჯანდაცვის სტრატეგიული განვითარება, ჯანდაცვის მიმართულებით უკვე განხორციელებული რეფორმები და სხვა. ვფიქრობ, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობები და ახალი ეტაპის დასაწყისი ქართულ ჯანდაცვის სისტემაში,”
კუშნერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და პროგრამები და წარმატებული უწოდა. მან საქართველოსა და უკრაინას ჯანდაცვის სისტემები ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა: „ამ ქვეყნებს ჯანდაცვის სფეროში განსხვავებული პრობლემები აქვთ, საქართველო გაცილებით წინ არის, რადგან თქვენ ძალიან კარგი ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობა გყავთ, რომლებიც სისტემის რეფორმას წარმატებითა და დაკვირვებით ახორციელებენ. სისტემის რეფორმა გარკვეულ ფინანსებთანაა დაკავშირებული, თუმცა, საქართველომ უკვე მოახერხა სისტემის რეფორმირება და უკვე არსებობს რამდენიმე წარმატებულად განხორციელებული პროექტები. თქვენ გაქვთ ბალანსი კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის, რაც ყოველთვის არ არის იოლად მისაღწევი“.
სხდომის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა: „მე, როგორც ,,გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ძალიან ამაყი ვარ, რომ ვთანამშრომლობ ჯანდაცვის მინისტრთან და მხარს ვუჭერ იმ უზარმაზარ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას მოხმარდა და მოხმარდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და ,,გლობალური ალიანსის“ ერთობლივი პროექტის მართვის საბჭოს მორიგმა შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ტექნიკურ დეტალებს არ ჩავუღრმავდები, თუმცა გეტყვით, რომ განვიხილეთ დიაგნოსტიკური მონათესავე ჯგუფები, რომლის მიზანიც ჯანდაცვაში იქნება უკეთესად განსაზღვროს კლინიკური სიტუაცია, კერძოდ, სერვისის მიწოდების დარეგულირების მიზნით, რა თქმა უნდა, მომსახურების მიმწოდებელთან ერთად. ეს მოიცავს წესებსა და რეგულაციებს, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს დავზოგოთ თანხები და გავხადოთ სერვისები მეტად ეფექტური. ასევე განვიხილეთ, ბიუჯეტის ხარჯთეფექტურის საკითხიც, მიმაჩნია ეს აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების პარალელურად. ჩვენ მივაღწევთ ერთობლივ წარმატებას და ჯანდაცვის ქართული რეფორმები საპილოტე ნიმუშად გამოცხადდება“.
„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ,,გლობალურ ალიანსთან“ ხელშეკრულება აპრილში გაფორმდა და სამუშაო პროცესიც სწორედ ამ დროს დაიწყო. დღეს მმართველი საბჭოს ერთ–ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ წარმოადგინეს შუალედური ვარიანტები იმ პროექტებისა, რომლებზეც მუშაობენ ჩვენთან ერთად. ჩვენ რვა დღის ვადაში უნდა გავეცნოთ მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოს და წარმოვადგინოთ ჩვენი შენიშვნები. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ის მიღებული. პირველი შთაბეჭდილება საკმაოდ, კარგია და ძალიან ბევრი აქვთ ნამუშევარი ჩვენი მიმართულების კუთხით. იმედია, ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, უპირველესად, საყოველთაო ჯანდაცვა გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და, ამავე დროს, ხარჯთეფექტური,“ - განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხხელიამ.
„გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქართველოს 19 ნოემბერს ესტუმრა და მისი ვიზიტი 21 ნოემბერს, საერთაშორისო კონფერენციაში „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო“, მოაწილეობით დასრულდება. მასში ასევე კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის, სამედიცინო საზოგადოების, ჯანდაცვის სამინისტროსა და“გლობალური ალიანსის“ წარმომადგენლები.
სიტყვით გამოვლენ მინისტრი ირაკლი ღარიბაშივლი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო , „გლობალური ალიანისის“ სამეტვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი და ალიანსის პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი.
კონფერენციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.