კახა კახიშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კახიშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელს ბილანა მილოშევიჩსა და უსაფრთხოების პროექტის წარმომადგენელს ელენე ესანუს შეხვდა.  

მხარეებმა  შეხვედრაზე პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე რეფორმებზე, დაწესებულებებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა  და დაგემილ სიახლეებზე ისაუბრეს.

მინისტრმა  სტუმარს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტრო  მზადაა მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე ორმხრივი ურთიერთობისთვის. კახიშვილის განცხადებით, უწყება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის  დახმარებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

,,წითელ ჯვარსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს ინტენსიური პროგრამები აქვს, რომელიც ჩვენს სისტემაში  ძალიან ეფექტურად ხორციელდება. დღევანდელი შეხვედრა  მიეძღვნა იმ პროგრამების განხილვასა და შედეგებს რომელიც უკვე განხორციელდა, ასევე ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.  შეხვედრის მიმდინარეობისას   განვიხილეთ  ის საკითხებიც  რომელიც,  წითელ ჯრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს  აინტერესებდათ“,  -განაცხადა კახა კახიშვილმა.

თავის მხრივ ბილანა მილოშევიჩმა შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

,, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ თანამშრომლიობისთვის, რომლიც წითელი ჯვრის  საერთაშორისო  კომიტეტსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში.  ასევე  სამომავლოდ  მზადყოფნას გამოვთქვამთ თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, -განაცხადა ბილანა მილოშევიჩმა და აღნიშნა, რომ  მათ  წარმომადგენლებს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების  მხრიდან საქმინობის განხორციელების პროცესში მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ.

კახა კახიშვილი და ბილანა მილოშევიჩი, შეხვედრის ფარგლებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის  სათაო ოფისში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტის თაობაზეც შეთანხმდნენ.