ბაგები-წყნეთის 10 კილომეტრიან მონაკვეთზე სანათი წერტილების მოწესრიგების სამუშაოები დასრულდა. ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასა და "სინათლის ქალაქის" დირექტორ ვასილ ხორავასთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნულ მონაკვეთზე 260 გარე-განათების ბოძი შეიღება. სანათი ბოძების სამღებრო სამუშაოებზე "სინათლის ქალაქის" 30 თანამშრომელი და 12 ერთეული ტექნიკა მუშაობდა.
სანათი წერტილების მოწესრიგების სამუშაოები ზაფხულში დაიწყო.დავით ნარმანიას თქმით, სამუშაოების დაწყებიდან დღემდე, დედაქალაქის მასშტაბით, სულ 8 000-მდე სანათი წერტილი შეიღება.
"სამუშაოები კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული რესურსით, კიდევ 7 000-ზე მეტი სანათის შეღებვას შევძლებთ. ამინდის შესაბამისად, მაქსიმალური დატვირთვით ვიმუშავებთ, რომ დედაქალაქი უფრო მეტად გალამაზდეს",-განაცხადა დავით ნარმანიამ.