კონფერენცია „ჰიდროლოგიური და წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემები“

კონფერენცია „ჰიდროლოგიური და წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემები“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და  შპს „ჰიდროდიაგნოსტიკის“ ინიციატივით, 2015 წლის 25 ნოემბერს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სემინარი-კონფერენცია ჰიდროლოგიური და წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემები“-ის თაობაზე. განსახილველი თემები მოიცავს ბუნებრივი (ჰიდროლოგიური) პროცესების კონტროლის მონიტორინგის სისტემებს, აგრეთვე მათი გამოყენების სფეროებსა და ინსტრუმენტალურ ბაზას.

მსგავსი მონიტორინგის სისტემები პრაქტიკაში გამოიყენება წყლის მენეჯმენტისათვის, წყალდიდობის პროგნოზირებისთვის და ადრეული შეტყობინების სისტემებისთვის.

სემინარზე მოხსენებით გამოვლენ როგორც ქართველი სპეციალისტები, ასევე მოწვეული სტუმრები ევროპიდან, რომლებიც მოახდენენ თავიანთი პროდუქციისა და სერვისების პრეზენტაციას.

სემინარის დასრულების შემდეგ ზაჰესის წყალსაცავზე და არხზე ჩატარდება მონიტორინგის სისტემების სადემონსტრაციო ტესტირება საველე პირობებში. ტესტირება ჩატარდება და  შპს „ჰიდროდიაგნოსტიკის“  ამერიკელი და ავსტრიელი პარტიორების -  Xylem Brand – Sontek/YSI & Sommer Messtechnik წამყვანი სპეციალისტების მიერ.

Xylem Brand-ისა და Sommer Messtechnik-ის წარმომადგენლობა საქართველოში - შპსჰიდროდიაგნოსტიკაწარმატებულად მოღვაწეობს ქვეყანაში 2005 წლიდან. ჩვენი კომპანია   საქართველოში არსებულ კლიენტებს აწვდის მაღალი ხარისხის ინსტრუმენტალური მონიტორინგის მომსახურეობას მსხვილ საინჟინრო ნაგებობებზე (კაშხლები, წყალსაცავებიგვირაბები, ხიდები, ცათამბჯენები და სხვა), აპროექტებს, აწვდის და აშენებს მონიტორინგის სისტემებს. ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ: ენგურჰესი, ჟინვალჰესი, ვარდნილჰესი, ხრამჰესი, GWP, ენერგო-პრო, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციული სისტემების დეპარტამენტი და სხვ. საქართველოს მდინარეებზე, წყალსაცავებზე, არხებზე და გვირაბებში ჰიდროლოგიური მონიტორინგის პრობლემები აქტუალურია და განსაკუთრებულ ყურადღებას  მოითხოვს ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე