თიბისი გალერეა „გამოფენა N1“ უმასპინძლებს

თიბისი გალერეა „გამოფენა N1“ უმასპინძლებს

20 ნოემბერს, 18:00 საათზე, თიბისი გალერეა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნამუშევრების გამოფენას, „გამოფენა N1“ უმასპინძლებს.

ექსპოზიციაზე ახალგაზრდა ხელოვანების 20-ზე მეტი ნამუშევარი იქნება  წარმოდგენილი. მათ შორის ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკების, ინსტალაციისა და ასამბლაჟის დეტალები.

გთხოვთ, გვეწვიოთ!

დასწრება თავისუფალია!

(მისამართი: ქ.თბილისი, მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკი, თიბისი გალერეა)