თურქეთის მთავრობა, მის მიერ ოპოზიციურად განწყობილი კომპანიების ხელში ჩაგდებას განაგრძობს. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის და მისი ხელისუფლების მიერ 1 ნოემბრის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "კოზა-იფექ" მედია- ჰოლდინგის მმართველობის გადაბარების შემდეგ, ქვეყნის ერთ-ერთი ფინანსურად ყველაზე ძლიერი " Kaynak"- ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მმართველობაც ჩაიბარა.
" Kaynak" ჰოლდინგის ოფისები, რომელსაც 8 ათას თანამშრომელი ჰყავს და 16 სხვადასხვა სექტორის 23 კომპანიას და 100 ცნობილ ბრენდს მოიცავს, პოლიციამ დღეს დილით სტამბულში დაარბია.
ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, "კოზა-იფექ" მედია- ჰოლდინგზე განხორციელებული სკანდალის შემდეგ, ეს მოვლენა თავისუფალ მეწარმეობასა და კერძო საკუთრებაზე მიყენებული ახალი დარტყმა იქნება, აღნიშნული უკანონო ქმედება კი ქვეყანას ეკონომიურად სერიოზულად დააზარალებს.
ეკონომისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საყოველთაო სამართლებრივი ნორმების დაცვაა და თუ ქვეყანაში სამართლებრივი უსაფრთხო გარემო არ იქნება, უცხოელი ინვესტორის თურქეთში შეჩერება რთული იქნება.
2013 წლის 17-25 დეკემბერს, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული მექრთამეობისა და კორუფციის ფაქტების გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიციურად განწყობილ ყველა სფეროზე, მათ შორის თავისუფალ მედიაზეც, ზეწოლამ პიკს მიაღწია.
როგორც ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები აღნიშნავენ, 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო სტრუქტურებმა "კოზა-იფექ" მედია- ჰოლდინგში შემავალი ორი ტელევიზიისა და გაზეთების მმართველობა გადაიბარეს და ასობით ჟურნალისტი ყოველგვარი მიზეზის გარეშ,ე სამსახურიდან დაითხოვეს.
თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, "სამანიოლის" ჯგუფში შემავალი უმსხვილესი ტელევიზიები და რადიომაუწყებლობები, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების და საფუძვლის გარეშე, სატელიტ Türksat-იდან უნებართვოდ გაიყვანა. ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფმა სატელიტმა Türksat-მა, ამ ჯგუფში შემავალ 13 სატელევიზიო არხს და 4 რადიოს, მიუხედავად 2024 წლამდე გაფორმებული კონტრაქტისა, სატელიტური მაუწყებლობა შეუწყვიტა.