დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია დევნილების კითხვებს პასუხობს

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია დევნილების კითხვებს პასუხობს

13 ნოემბერს გამოქვეყნდა 456 დევნილი ოჯახის სია, რომლებიც  თბილისის ზღვაზე,  ე.წ. “ოლიმპიურ სოფელში“  და ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდულ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში ბინებს მიიღებენ.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში,  დევნილი ოჯახებისათვის  ბინების განაწილების თემაზე  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ დევნილებს და მათ  კითხვებს უპასუხებენ.

16 ნოემბრიდან, მინისტრის ოთხივე მოადგილე და დევნილთა საკითხების  შემსწავლელი კომისიის  6 წევრი  დევნილებს ინდივიდუალურად ხვდებიან. მინისტრის მოადგილეები და კომისიის წევრები დევნილებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას ამომწურავად და კვალიფიციურად პასუხობენ.  პროცესი მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს და ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.

სამინისტროში დევნილების მიღების პროცესი  იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ მინისტრის მოადგილეები და კომისიის წევრები ყველა დაინტერესებული დევნილის შეკითხვას არ უპასუხებენ.