მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გამართა. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო.
საზეიმო ღონისძიებაზე რელიგიური ტოლერანტობისადმი მიძღვნილი სკუპტურის კონკურსის გამარჯვებული დასახელდა. კონკურსში სამხატვრო აკადემიის მე-3 კურსის სტუდენტმა ირინე ორაგველიძემ გაიმარჯვა. ირინე ორაგველიძის თქმით, ნამუშევრისათვის სპირალურად აღმართული გრაგნილი შეარჩია, რომელზეც განთავსდება წარწერები „გიყვარდეს ღმერთი შენი“ და „გიყვარდეს მოყვასი შენი“ შერჩეული სკულპტურული კომპოზიცია ტოლერანტობის სკვერში განთავსდება, რომელიც „ევროპის მოედანზე“ მდებარეობს.
ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, დევნილთა და განსახლების მინიტრს სოზარ სუბარსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ტოლერანტი პოლიტიკოსის წოდება მიენიჭათ. მინისტრ სოზარ სუბარს საჩუქრად ბიბლია და ყურანი გადასცეს.