შეიარაღებული თავდასხმა ყვარლის რაიონში. სოფელ თხილისწყაროში უცნობი შეიარაღებული პირები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე ოჯახში შეიჭრნენ და მოსახლეობას ემუქრებოდნენ. ინფორმაციას ინფო 9 ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შეიარაღებული პირები იმ ოჯახებში იმყოფებოდნენ, რომლებიც 9 სექტემბერს თელავის აქციას ესწრებოდნენ.