ბრიტანელი იურისტების შეფასებით თურქეთში ადამიანის უფლებები ირღვევა

ბრიტანელი იურისტების შეფასებით თურქეთში ადამიანის უფლებები ირღვევა

ამ დღეებში ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ერდოღანის დავალებით თურქეთის მთავრობა ქვეყნის სასამართლო, პოლიციისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ "სისტემატურ ადამიანის უფლებათა დარღვევა"-ს ახორციელებს. 95-გვერდიანი კრიტიკული კვლევა ამტკიცებს, რომ  მთავრობის „სამართლიანობის და განვითარების“ პარტია ჩაერია „უსარგებლო“ სასამართლოების, ვებგვერდების ცენზურაში,  თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვაში, ჩაახშო კორუფციის წინააღმდეგ გამოძიებები და დაკავებულებს ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

ამის შესახებ წერენ: ლორდ ვულფი (Lord Woolf), იუსტიციის ყოფილი მთავარი მოსამართლე, სერ ედვარდ გარნიერი (Sir Edward Garnier QC), კონსერვატიული პარტიის  დეპუტატი და ყოფილი იურისტი, გენერალი, პროფესორი სერ ჯეფრი ჯოველი (Prof Sir Jeffrey Jowell QC), კანონის უზენაესობის ბინგჰემიდ ცენტრის დირექტორი (Bingham Centre for the Rule of Law), და სარა პალინი (Sarah Palin), იურისტი სპეციალობით მედია სამართალი. ჩატარებული მოკვლევა დაფინანსებულია აშშ-ში დაფუძნებული ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის მიერ, რომლის საპატიო თავმჯდომარე ფეთჰულაჰ გიულენია - ერდოღანის ყოფილი მოკავშირე, რომელიც მისი ღია კრიტიკის საგანი გახდა. გასულ წელს, თურქეთის სასამართლომ გიულენის დაკავების ბრძანება გასცა.

იურისტების მოხსენების მიხედვით, ყურადღებას იპყრობს გიულენის „ჰიზმეთ“ (Hizmet) მოძრაობა, რომელიც აცხადებს, რომ მისი მიმდევრები განიცდიან სისტემატურ დევნას, რის შედეგადაც საჯარო პოზიციები დაატოვებინეს 40,000 თანამშრომელს, რამაც მასობრივი დაპატიმრებები და მტელი რიგი დაკავებები გამოიწვია.

დაწყებული 2013 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ერდოღანის და მისი მინისტრების წინააღმდეგ კორუფციაში წაყენებული ბრალდებების შესახებ არსებობს მოხსენება - რომელიც ეფუძნება დოკუმენტურ მტკიცებულებებს, ვიდრე სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას, ან მოწმეების ინტერვიუს თურქეთში - ჩანაწერი, სადაც იგი იმეორებს  ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. "ჩვენ გავაანალიზეთ 2013 წლის დეკემბრიდან მოყოლებული თურქეთის მთავრობისა და მისი აგენტების ქმედებები, მას შემდეგ, რაც ერთხმად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა რეფორმის პროცესის მკვეთრ ცვლილებას, რომლის შესახებაც 2005 წლიდან  ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები" აცხადებს ოთხი ბრიტანელის ავტორი.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი თურქული დემოკრატიისათვის და ადამიანის უფლებების პატივისცემის მიმართ, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების გამოხატვის  და კანონის უზენაესობის კუთხით". "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ  გიულენის მოძრაობის მხარდამჭერების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებით მნიშვნელოვნად დაარღვია  ადამიანის უფლებები, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სამართლებრივი ქმედებით გამართლდებოდა თურქეთში შესაფერისი  სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობის შემთხვევაშიც კი".

მედია და სისხლის სამართლის სისტემა გამიზნული იყო ასეთი ქმედებისათვის, ნათქვამია მოხსენებაში. „რადიო და ტელე მაუწყებლობა შეჩერდა. სასამართლოს დადგენილების/ბრძანების არ ქონის ზოგ შემთხვევაშიც სოციალური მედიის საშუალებით არასასურველი შინაარსის მქონე მასალების გაშუქებაც აიკრძალა“ - განაცხადა მან. "ჟურნალისტების, მედიის წარმომადგენლების, პოლიციელების, პროკურორებისა და მოსამართლეების, რომლებიც „ჰიზმეთ“ მოძრაობის მხარდამჭერებად იყვნენ მიჩნეული, მათი დაკავება და დაპატიმრება,  მათი თავისუფლების არკვეთა და უსაფრთხოებისთვის დაცვის უფლებების დარღვევა უკვე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს,

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაზარალებულთა შორის არის ჰიდაეთ ქარაჯა, სამანიოლუ მედია ჯგუფის (Samanyolu Media Group) აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გასული წლის დეკემბერში  ტერორისტული ორგანიზაციის დაარსების "საეჭვო ბრალდებით" დააპატიმრეს. ქარაჯას, ექრემ დუმანლის - გაზეთ  „ზამან“-ის (Zaman) მთავარი რედაქტორს, სხვა გაზეთის ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და სატელევიზიო დრამის სცენარისტებს ბრალად ედებათ ისლამისტური დაჯგუფების წინააღმდეგ შეთქმულება. „მიუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მათი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, ქარაჯა და 63 დაკავებული პოლიციის თანამშროელი ჯერ კიდევ ტყვეობაში იმყოფება“, ნათქვამია მოხსენებაში.

2013 წლის დეკემბერში ერდოღანის საახლობლო წრეში კორუფციის ბრალდებით დაწყებული გამოძიების გამო, მოხსენების შეფასებით, დაახლოებით 40,000 პოლიციის თანამშრომლი, საჯარო მოხელეები, მოსამართლეები და პროკურორები გათავისუფლებული იყვნენ დაკავებული თანამდებობიდან. სერ ედვარდ გარნიერმა „Guardian“-ს განუცხადა: "იმის გათვალისწინებით, რომ  [თურქულ] სასამართლოებს უთხრიან ძირს ... ადგილობრივ სასამართლოებში არ არსებობს დაცვის მექნიზმის რეალური პერსპექტივა". საკონსტიტუციო სასამართლო რჩება "ბოლო შუქურად", დასძინა მან. "ეს შესაძლებელია, ჩვენ გვჯერა, რომ ვინც დაზარალებულია პირდაპირ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს (ECHR) უნდა მიმართოს. მათ უნდა გაუწიონ იურიდიული კონსულტაცია, მაგრამ სიტუაცია თურქეთში სულაც არ არის ოპტიმისტური".

გასულ წელს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ თურქეთს გადასცა გადაწყვეტილებები 101 ადამიანის უფლებების დარღვევის  დამადასტურებელი ფაქტი; მხოლოდ რუსეთმა წააგო უფრო მეტი დავა სტრასბურგში. 2013 წლის სტამბოლში პოპულარული გეზი პარკის დემონსტრაციების წინააღმდეგ თურქეთის მთავრობის „რეპრესიული“ საპასუხო ქმედებები ადამიანის უფლებების გაუარესებისკენ მიანიშნებს. ალპ ასლანდოღანმა, ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის  სპიკერმა განუცხადა „Guardian“-ს: "სასამართლო და მედია უკვე დაიმორჩილეს. გიულენის მოძრაობა უკვე შერჩეულია, როგორც „განტევების ვაცი“, რათა ხელისუფლებამ თავისი ავტორიტარული ქმედებები გაამართლოს". თურქეთის საელჩოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.