ქეთი ფარესაშვილის ახალი CD-ს პრეზენტაცია “პლაზა ჰოლში, რომელიც ონკო-პაციენტებს ეძღვნებოდა
რესტორან “პლაზა ჰოლში„ ძუძს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სისცოცხლისთვის“ ფარგლებში ქეთი ფარესაშვილის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ქეთი ფარესაშვილთან ერთად მეგობარი მომღერლებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის რომა რხცილაძე, თემო რცხილაძე , ვიქტორ ლალიაშვილი და სხვები. კონცერტის ფარგლებში ქეთი ფარესაშვილის ახალი CD-ს პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც ონკო-პაციენტებს ეძღვნებოდა.
„ევროპა დონე საქართველო“- სთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებაზე CD-ს პრეზენტაციას ვუძღვნი ონკო-პაციენტებს,“ - აღნიშნა ალიანსი „კიბოს წინააღმდეგ“-ის სახემ, მომღერალმა ქეთი ფარესაშვილმა.
ღონისძიების მიზანი იყო, საზოგადოების ინფორმირება, ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ.
„საინფორმაციო კამპანია ემსახურება, რომ სახელმწიფო ჩართულობა იყოს. მოხდეს იმ მედიკამენტების დაფინანსება, რომლის გარეშეც პაციენტების სიცოცხლე შეუძლებელი, მაგრამ ხელმიუწვდენელია სიძვირის გამო,“ - განაცხადა „ევროპა დონე საქათველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი სახეები და სხვა.
ცნობილია, რომ ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული მსოფლიოს მასშტაბით. უკვე რამდენიმე წელია „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის მხარდამჭერი აქტივობები იმართება. „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფაგრლებში საქართველოშიც, დაგეგმილია სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები და კონფერენციები, სპორტული აქტივობა, წარმატებულ ქალთა სემინარი/კონფერენცია, საქველმოქმედო 1 ფოტოგამოფენა - ფოტორეპორტიორები, მოდების ჩვენება - სილამაზე სიცოცხლისთვის, ახალგაზრდა ვარსკვლავების საქელმოქმედო კონცერტი და სხვა.