პრეზიდენტი მარნეულში. მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სახლი გახსნა და მოსახლეობას სიტყვით მიმართა. "ორი დღის წინ მთელმა საქართველომ მსოფლიოს დაანახა, რომ ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოება არის ერთიანი, ამდენი ხალხი ერთად არასოდეს გამოსულა. მინდა, ვუთხრა მათ, ვისაც დასაჭერი პედაგოგების გრძელი სია აქვს. იმისთვის არ აგვიშენებია ეს ქვეყანა, რომ თქვენისთანა მნგრეველებს და მღრღნელებს გადმოვაბაროთ, საქართველო წინსვლას გააგრძელებს. ქართველი ხალხი ნგრევას არ დაუშვებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.