ლუდის 12 სარგებელი:
1. ლუდი სიჯანსაღეს უნარჩუნებს თქვენს თირკმლებს. ფინურმა კვლევამ ლუდი სხვა ალკოჰოლურ სასმელებს შორის იმ მოსაზრებით გამოარჩია, რომ ის სასარგებლოა თირკმლებისთვის. რეალურად, თქვენ მიერ შესმული თითოეული ბოთლი ლუდი თირკმლებში კენჭების წარმოქმნის რისკს 40%-ით ამცირებს.
2. ლუდი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. 30 სანტილიტრი მოცულობის ლუდი, განსაკუთრებით კი მუქი ფერის, ხსნადი ბოჭკოს ერთ გრამს შეიცავს, განსხვავებით ღვინისაგან, რომელიც საერთოდ არ შეიცავს ბოჭკოს. ბოჭკო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავების პერისტალტიკაში (ბოჭკოს ნაკლებობას შეუძლია გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები, ისეთები, როგორებიცაა ყაბზობა ან დიარეა).
3. ლუდი ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. ლუდში შემავალი ბოჭკო ხელს უწყობს სისხლში LDL ქოლესტერინის, ე.წ. ცუდი ქოლესტერინის შემცირებას.
4. ლუდი B ვიტამინის წყაროა. ლუდი შეიცავს B ჯგუფის რამდენიმე ვიტამინს (B1, B2, B6 და B12). ჰოლანდიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ლუდის მსმელების სისხლში B6 ვიტამინის დონე 30 პროცენტით მაღალია, ვიდრე ლუდის არამსმელი პირების სისხლში და ორჯერ მაღალია ღვინის მსმელების სისხლთან შედარებით. ლუდი B12 ვიტამინის წყაროცაა, რომელიც ანტიანემიური ფაქტორია და საერთოდ არ მოიპოვება საკვების ბევრ სხვა სახეობაში.
5. ლუდი ამაგრებს ძვლებს. 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ლუდში შემავალი სილიციუმის მაღალი დონე ხელს უწყობს ძვლების სიმკვრივის ზრდას.
6. ლუდი კურნავს უძილობას. ლუდში შემავალი ლაქტოფლავინი და ნიკოტინის მჟავა ხელს უწყობს ძილს.
7. ლუდი ამცირებს ინფარქტის რისკს. ლუდის მომხმარებლებში ინფარქტის რისკი 40-60 პროცენტით დაბალია არამომხმარებლებთან შედარებით.
8. ლუდი ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას. ლუდში შემავალი ინგრედიენტები ხელს უწყობს თრომბის პრევენციას.
9. ლუდი აუმჯობესებს მეხსიერებას. კვლევების თანახმად, ლუდის მომხმარებლები ნაკლებად ავადდებიან ალცჰაიმერის დაავადებით და დემენციით ლუდის არამომხმარებლებთან შედარებით.
10. ლუდი გეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში. მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დადგინეს, რომ დღეში ორი კათხა ლუდი ამცირებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სტრესს და მღელვარებას.
11. ლუდი გაციების წამალია. თბილი ლუდი შესანიშნავი საშუალებაა გაციების წინააღმდეგ! როდესაც ქერი თბება, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თავისუფლად სუნთქვას. ის ასევე ამსუბუქებს სახსრების ტკივილს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. როგორ მოვამზადოთ ის? შეათბეთ ბოთლი ლუდი ორთქლის აბაზანაზე და შემდეგ დაამატეთ ოთხი ჩაის კოვზი თაფლი.
12. ლუდი ალამაზებს კანს. ეს ქალებისთვის სასიამოვნო ახალი ამბავია! ლუდში შემავალი გარკვეული სახეობის ვიტამინები ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და დადებით გავლენას ახდენს პიგმენტაციაზე. თქვენი კანი უფრო გლუვი და ბზინვარე ხდება.
დარწმუნდით? მაშინ ჩამოვთვალოთ: ორი კათხა ლუდი მეხსიერებისთვის, ორი _ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ერთი _ ძვლების სიმკვრივის ასამაღლებლად, ერთიც თირკმლებისთვის და დანარჩენი გაციების წინააღმდეგ... აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობა გარანტირებულია არა ? რა თქმა უნდა, ეს ხუმრობაა. ყოველ საღამოს ლუდით დათრობას კი არ ვგულისხმობთ, არამედ პერიოდულად ლუდის სასიამოვნო და ზომიერ დალევას!