ვარკეთილის მე-3 მასივში დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათით გადაიწია

ვარკეთილის მე-3 მასივში დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათით გადაიწია

ვარკეთილის მე-3 მასივში, წყალსადენის დაზიანებულ ქსელზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, რისთვისაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. კომპანია განმარტავს, რომ წყალსადენის 250 მმ-იან ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება ტექნიკური სირთულის გამო რამდენიმე საათით გახანგრძლივდა.

ამ დროისთვის წყალი არ მიეწოდება ვარკეთილის მე-3 მასივს, ასევე სამგორის რაიონის ქუჩებისა და დასახლებების ნაწილს.  კომპანია სამუშაოების დასრულებას რამდენიმე საათში გეგმავს. წყალმომარაგების აღდგენა, მოხდება დღეს, ეტაპობრივად, 17:00 სათიდან.

წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -

http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.