მარჯანიშვილისა და წინამძღვიშვილის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის ქსელზე გეგმური ტექნიკური სამუშაოები განხორციელედება

მარჯანიშვილისა და წინამძღვიშვილის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის ქსელზე გეგმური ტექნიკური სამუშაოები განხორციელედება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე გამავალ წყალსადენის ქსელზე, დღეს, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კერძოდ, წყალსადენის 500 მმ-იან ქსელზე კომპანია უახლესი ტიპის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულს დაამონტაჟებს, რაც, სამომავლოდ, ქსელში წყლის განაწილების პროცესს გააუმჯობესებს. კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს გვიან ღამიდან აწარმოებს. ამჟამად კი, უკვე მიმდინარეობს მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლის პროცესი.

გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, დილის 10:00 საათიდან  ხვალ, 9 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 

·         ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -

http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.