GWP ჩუღურეთის რაიონში გეგმურ ტექნიკური სამუშაოებს ჩაატარებს

GWP ჩუღურეთის რაიონში გეგმურ ტექნიკური სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე გამავალ წყალსადენის ქსელზე, ხვალ, 8 ოქტომბერს გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კერძოდ, წყალსადენის 500 მმ-იან ქსელზე კომპანია უახლესი ტიპის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულს დაამონტაჟებს, რაც, სამომავლოდ, ქსელში წყლის განაწილების პროცესს გააუმჯობესებს.  სამუშაოების განხორციელება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 8 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან  9 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -

http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.