„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვარკეთილის მე-3 მასივში, დღეს,  დაზიანების სალიკვიდაციო  სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვარკეთილის მე-3 მასივში, დღეს, დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვარკეთილის მე-3 მასივში, დღეს, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კერძოდ, დაზიანებულია აღნიშნული დასახლების  მე-10 კვარტალში გამავალი 250 მმ-იანი წყალსადენის ქსელი. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 17:00 საათიდან, ხვალ,  8 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 

·         ვარკეთილის მე-3 მასივს, ასევე სამგორის რაიონის რამდენიმე ქუჩასა და დასახლებას. 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.