GWP ვარკეთილის მე-3 მასივში, ხვალ, დაზიანების სალიკვიდაციო  სამუშაოებს ჩაატარებს

GWP ვარკეთილის მე-3 მასივში, ხვალ, დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვარკეთილის მე-3 მასივში, ხვალ, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კერძოდ, დაზიანებულია აღნიშნული დასახლების  მე-10 კვარტალში გამავალი 250 მმ-იანი წყალსადენის ქსელი. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 7 ოქტომბრის 17:00 საათიდან  8 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ვარკეთილის მე-3 მასივს, ასევე სამგორის რაიონის რამდენიმე ქუჩასა და დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -

http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.