ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, დოქტორი ილიას ჩილოღლუ და ამავე უნივერსიტეტის კანცლერი დოქტორი რესულ დიქმენი ეწვივნენ. მხარეებმა ისაუბრეს მომავალ მჭიდრო თანამშრომლობასა და ერთობლივ გეგმებზე. გადაწყდა ჩაატარონ ერთობლივი კონფერენიცია და განახორციელონ ერთობლივი კვლევები. როგორც თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, "შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორმა დახმარება აღგვითქვა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს საერთაშორისო ურთიერთობის გაძლიერების მიმართულებით.მას ამის დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ უნივერსიტეტის შუამდგომლობით დავესწარი ვაშინგტონში თურქულ-ამერიკულ სამიტს მიმდინარე წლის მარტში".

სხვათა შორის, თბილისის სასწავლო და უნივერსიტეტებს გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რაც ერთობლივი პროგრამების განხორციელებას, სტუდენტური კონფერენციების მოწყობასა თუ აკადემიური პერსონალის გაცვლას გულისხმობს. საერთოდ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს განათლების ბაზარზე ერთ­ერთი ლიდერია.