დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით,  დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის  განხილვა გაიმართა

დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.

დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის თავდაპირველი ვერსია  შემუშავდა  ევროკავშირის ექსპერტის მიერ, შესაბამის უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლის შედეგად.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, დარგობრივი სამინისტროების კომპეტენციაში შემავალი, სხვადასხვა აქტივობები.

ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილეების დონეზე წარმოდგენილები იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.