მინისტრი სოზარ სუბარი „ერისთავობის“  დღესასწაულს დაესწრო

მინისტრი სოზარ სუბარი „ერისთავობის“ დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი  ქსნის ხეობელთა ტრადიციულ დღესასწაულს  „ერისთავობა 2015“-ს დაესწრო.

„ერისთავობის“ დღესასწაული  ახალგორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში გაიმართა.

დღესასწაულის ფარგლებში,  ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას დევნილი სპორტსმენებიც იღებდნენ. შეჯიბრში გამარჯვებულები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა დააჯილდოვა.

მინისტრმა ასევე დაათვალიერა ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო დევნილი ბავშვებისა და ქალბატონების ნამუშევრები.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ,  სოზარ სუბარმა  წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში „ახალგაზრდობის სახლის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.  „ახალგაზრდობის სახლში“ დევნილ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ ხატვა, ძერწვა, მინანქარსა და თექაზე მუშაობა

„ერისთავობის“    დღესასწაულს  ასევე დაესწრნენ  დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი  ნუგზარ ყიფიანი და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

ქსნის ხეობის ტრადიციულ დღესასწაული  წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში საზეიმო კონცერტით დასრულდა.