ოქტომბერი  მსოფლიომ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ გამოაცხადა

ოქტომბერი მსოფლიომ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ გამოაცხადა

პაციენტთა მხარდამჭერი ღონისძიებები სტარტს თავისუფალ მოედანზე მდუმარი აქციით აიღებს

1 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 13:00 - 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე   გაიმართება ძუძს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდამჭერი მდუმარე აქცია. აქცია გაიამართება კოალიცია “ ევროპა დონა საქართველოს“ ინციატივით, რომელშიც ასევე მონაწილეობენ    სტუდენტები და ის ქალბატონები, რომელთაც თავი დააღწიეს ამ საშინელ სენს ან ამ ეტაპზეც გადიან მკურნალობას.  

ეს იქნება ერთგვარი სტარტი - საზოგადოების ინფორმირება „ვარდისფერი ოქტომბერთან“ დაკავშირებით. სტუდენტი წრეს შემოარტყავენ წმიდა გიორგის ქანდაკებას. დასასრულს, ჰაერში გაუშვებენ ვარდისფერ საჰაერო ბუშტებს.

მოგეხსენებათ, ოქტომბერი  ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული მსოფლიოს მასშტაბით. უკვე რამდენიმე წელია „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის მხარდამჭერი  აქტივობები იმართება. სხვადასხვა დიდ ქალაქებში მუნიციპალიტეტების შენობები ვარდისფრად ნათდება, ბიზნეს კომპანიები აქტიურად ერთვებიან პაციენტთა მხარდამჭერ მოძრაობაში,  სპეციალური ფასდაკლებები ეძღვნება  ოქტომბრის აქტივობას: ბენზინგასამართი სადგურები, სასმელების მწარმოებელი კომპანიები და უამრავი ბიზნესი ამ დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს ფონდის მუშაობაში,  პარფუმერულ მაღაზიებში კეთდება ფასდაკლების „ვარდისფერი კუთხე“  და სხვა.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფაგრლებში საქართველოში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა საქველმოქმედო რონისძიებები და კონფერენციები, მათ შორის მომღერალი ქეთი ფარესაშვილის ახალი ალბომის პრეზენტაცია, სპორტული აქტივობა კუს ტბაზე - ველომარათონი ქალბათონების მხარდასაჭერად, წარმატებულ ქალთა სემინარი/კონფერენცია, საქველმოქმედო ფოტოგამოფენა - ფოტორეპორტიორები ქალბატონების დასახმარებლად, მოდების ჩვენება - სილამაზე სიცოცხლისთვის, ახალგაზრდა ვარსკვლავების საქელმოქმედო კონცერტი და სხვა.