GWP ვარკეთილის მე-3 მასივში გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

GWP ვარკეთილის მე-3 მასივში გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დღეს საღამოდან, ვარკეთილის მე-3 მასივში,  წყალსადენის 600 მმ-იან ქსელზე, დაზიანების სალიკვიდაციოდ, გადაუდებელ  სამუშაოებს ჩაატარებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 30 სექტემბრის 20:00 საათიდან ხვალ, 1 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

ვარკეთილის მე-3 მასივს, საცხენისის, კალოუბნისა და შუამთის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -

http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.