კახა კახიშვილი ავღანეთში დაღუპული სამხედროს დაკრძალვას დაესწრო

კახა კახიშვილი ავღანეთში დაღუპული სამხედროს დაკრძალვას დაესწრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად  ავღანეთში დაღუპული IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის, 21 წლის ვასილ ყულიჯანაშვილის დაკრძალვას დაესწრო.

21 წლის ქართველი სამხედრო ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიით შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას 22 სექტემბერს დაიღუპა.

ვასილ ყულიჯანაშვილი ავღანეთიდან საქართველოში 25 სექტემბერს ჩამოასვენეს. გადმოსვენების შემდეგ ის რუსთავში დაკრძალეს.