30 სექტემბერს, 11 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, ,,ნიკორა“ ,,ნუგეშის“ ქსელის საკუთარ მფლობელობაში გადასვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
ორ მხარეს შორის შემდგარი მოლაპრაკებების შედეგად, სს ,,ნიკორას“ შვილობილი კომპანია, ,,ნიკორა ტრეიდი“ ,,ნუგეშის“ 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა.
პრესკონფერენციის მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ,,ნუგეშის“ გარშემო არსებული ვითარება, ასევე ინფორმაცია ,,ნუგეშის“ ქსელის ,,ნიკორას“ მფლობელობაში გადასვლის დეტალებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს.
ცნობისთვის: სს ,,ნიკორა“ 1998 წელს დაფუძნდა და 16 წელზე მეტია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია.
ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულისა და გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმოებია გაერთიანებული. ამას გარდა, "ნიკორას" ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
"ნიკორა ტრეიდი" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელით - 203 ობიექტითაა წარმოდგენილი.
კომპანია 500-ზე მეტი საკუთარი წარმოების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, თანამშრომლების რიცხვი კი 4000-ს აღწევს.
სს ნიკორა“ უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს.
საკონტაქტო პირი: ნინო სვანიძე
ტელეფონი: 591 50 62 90