შეესაბამება თქვენი ზოდიაქოს ნიშანი თქვენს საყვარელ კერძს? ფუდპანდა გთავაზობთ და უბრალოდ გირჩევთ - შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე! წინ სასიამოვნო დღეები გელით....
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არამარტო ხასიათის შტრიხების, ამა თუ იმ ადამიანის კულინარიული მიდრეკილებების განსაზღვრაც თავისუფლად შეიძლება, აქედან გამომდინარე ფუდპანდა გთავაზობთ ასტროლოგიურ მენიუს, რომელიც თორმეტივე ნიშნის წარმომადგენელს შეესაბამება.
ვერძებს საჭმლის კეთება დიდად არც ეხალისებათ და არც ხიბლავთ, ამიტომ მათთვის ე.წ "ფასთ ფუდის" საკვები ყველაზე საყვარელი კერძია. შესაბამისად, ძალიან უყვართ კარტოფილი, განსაკუთრებით შემწვარი კარტოფილი.
რაც შეეხება კუროს, მას სახლში მომზადებული კერძები მოსწონს, განსაკუთრებით კი ხორცეული და მისგან მომზადებული მშრალი კერძები უყვართ. წვნიანზე უარს ამბობენ.
ტყუპებს ცნობისმოყვარე ბუნება ყველანაირი ეგზოტიკური კერძის გასინჯვისკენ უბიძგებს. თუმცა მათ ყველაზე მეტად სალათები და სასუსნავი იზიდავთ. უარს არასოდეს ამბობენ ტკბილეულზე, განსაკუთრებით საკონდიტრო ნაწამზე, მათ შორის ტორტზე.
კირჩხიბის ხასიათი და კვება, პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ისინი კუჭით იმართებიან. ამიტომ კიბოს ყველანაირი საჭმელი უყვარს და როგორც ჭამას ისე კეთებას ეს ხალხი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. უყვართ ექსპრონტად შექმნილი და სახელდახელოდ გამოგონილი კერძები, განსაკუთრებით სალათები!
ლომს ყველაფერი მდიდრული უყვარს, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხორცეულისგან მომზადებული კერძებისკენ აქვთ განსაკუთრებულ მიდრეკილება. სხვადასხვა სახის ლორი, ძეხვეული, მწვადი .... თუმცა უარს არ ამბობენ უცხო ქვეყნის სამზარეულოზე - განსაკუთრებით მათ სუში ხიბლავთ!
ქალწული საკვების მიმართ პრეტენზიული არ არის. პიცა - მათთვის ყველაფერია! თუმცა მწარე, მჟავე, ცხარე კერძები აუცილებელია ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა მენიუში. ამასთან ერთად ალკოჰოლის სოლიდური დოზაც აუცილებლად ესაჭიროებათ მორიელებს სრული იდილიისთვს.
სასწორის მთავარი სისუსტე ცოცხალი სალათებია. ნებისმიერი სასწორისთვის ხილისა თუ ბოსტნეულის სალათები დღიური მენიუს ყველაზე საყვარელი ნაწილია.
მორიელის თავარი სისუსტე ტკბილეულია. ნებისმიერი სასწორისთვის ნამცხვარი, შოკოლადი, მუსი და ნაყინი დღიური მენიუს ყველაზე საყვარელი ნაწილია. სწორედ ამ "სიყვარულის" გამო იმატებენ როგორც წესი სასწორები წონაში.
მშვილდოსანს ეგზოტიკა იზიდავს, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს დატესტვაზე ეს ხალხი უარს არასოდეს ამბობს. თუმცა ზოგადად თავადაც უყვართ და ეხერხებათ ოჯახის პირობებში გემრიელ კერძების მომზადება და კულინარიული ექსპერიმენტების ტარება. მაგრამ როდესაც ზარმაცობენ, მათთვის მხოლოდ საზამთროც საკმარისია!
თხის რქა კვებაშიც კონსერვატორია. მან აუცილებლად უნდა იცოდეს რისგან და როგორ მომზადდა კერძი, რომელსაც მიირთმევს, ამას გარდა მისი მენიუ ტრადიციული პირველი, მეორე კერძებისგან შედგება, თავისი დესერტით... მათ ყოველდღიურად შეუძლიათ მიირთვან წვნიანი!
მერწყული სიამოვნებით ატარებს სამზარეულოში კულინარიულ ექსპერიმენტებს. ამას გარდა, მერწყულების განსაკუთრებული სისუსტე სხვადასხვა სახის სასუსნავია, ისეთი როგორიცაა ჩირი, თხილეული, ქიშმიში და ა.შ ძალიან უყვართ ეგზოტიკური ხილისგან მომზადებული სალათები.
თევზები - ნაკლებად პრეტენზიული... მთავარია მათ ჰქონდეთ ბლითები და ბლინები!
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.