დღეს, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დღესვე, მინისტრი სოზარ სუბარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მხარდაჭერით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. სადაც მოეწყო აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური ფოტოების გამოფენა.
ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახისვილმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და აფხაზეთიდა იძულებით გადაადგილებული პირები.