თურქეთში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააპატიმრეს

თურქეთში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააპატიმრეს

ჟურნალისტი გულთექინ ავჯი, მის მიერ გამოქვეყნებული საგაზეთო 7 სტატიების გამო, „გადატრიალების მოწყობის“, „ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და მისი მართვის“ და „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს. გაზეთ „ბუგუნის“ ჟურნალისტმა და მწერალმა, გულთექინ ავჯიმ, თავის სტატიებში ერდოღანის ხელისუფლებასა და მის ქმედებებს აკრიტიკებდა.

გასულ კვირას ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტების ჰასან ჯემალი და აჰმეთ ალთანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ, ახლა უკვე სხვა ოპოზიციონერი ჟურნალისტი, გულთექინ ავჯი დააპატიმრეს. ქალაქ იზმირში პოლიციის მიერ დაკავებული ავჯი სტამბოლში გადმოიყვანეს, სადაც ჩვენების ჩამორთმევის გარეშე ბრალდების მხარემ პირდაპირ სასამართლოს გადასცა.   სტამბოლის მე-2 სისხლის სამართლის სასამართლომ, ავჯის მიერ გამოქვეყნებული სტატიებს „გადატრიალების მოწყობის“, „ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბეისა და მისი მართვის“ და „ჯაშუშობის“ კვალიფიკაცია მისცა და ამ ბრალდებებით დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა, რის შედეგაც იგი დააკავეს. 

ავჯის განცხადების, მის წინააღმდეგ პოლიტიკურ და სამხედრო ჯაშუშობისათვის წაყენებულ ბრალდებაში არცერთი დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიძებნა. ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ჟურნალისტებს მსგავსი თემატიკით გამოქვეყნებული ან დაწერილი სტატიების გამო ბრალდება არ უნდა წაუყენონ.

გულთექინ ავჯის ადვოკატმა, ფიქრეთ დურანმა გააკეთა განცხადება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები განხორციელდა, „ავჯის მიმართ ამ ქმედებამ თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რა მდგომარეობაშია თურქეთის სასამართლო სისტემა, ქვეყანაში კანონმა უკვე ძალა დაკარგა“ - აღნიშნა მან.

გულთექინ ავჯის დაკავების შემდეგ, თურქეთის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ჰიქმეთ სამი თურქმა განაცხადა, რომ დღესდღეობით თურქეთში თითოეული მოქალაქე ბრალდების წაყენების პოტენციური საფრთხის წინაშე დგას. ერთ მშვენიერ დილას, როცა ადამიანი გაიღვიძებს,  შეიძლება მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მაგრამ დემოკრატიულ და კანონმორჩილ სახელმწიფოებში ადამიანის დაკავება და დაპატიმრება, მისი სამართალ დარღვევებისათვის ბრალის წაყენება, მხოლოდ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მარტივად შეიძლება ადამიანის დამნაშავედ და კრიმინალად წარმოჩინება, როგორც ეს გულთექინ ავჯის შემთხვევაში მოხდა.

ჟურნალისტი და მწერალი ავჯის დაკავებას თურქეთის ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის, ვედათ აჰსენ ჯოშარის რეაგირება მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღესდღეობით დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებში მსგავსი მოვლენები არ ხდება. „გულთექინ ავჯის დაკავებისა და მისი იზოლატორში ყოფნის პერიოდში რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა (იგი გაზეში ყოფნის დროს დააკავეს და შემდეგ იზოლატორში დიდი ხნის გნმვლობში ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას არ აძლევდნენ, არ მიუტანეს  საკვები და ა.შ.).  ის აკრიტიკებდა. დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს ნორმალური და მისაღებია“ - განაცხადა მან.  

ქვეყანაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირთა, არა აქვს მნიშვნელობა ის ჟურნალისტი, თუ ბიზნესმენია ან მწერალი, დაკავებამ, დაპატიმროებამ და მათი სამუშაო ადგილზე დარბევებმა ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა შექმნა.