„კრისტალბეთმა“კაფე „აკადემიაში“ჟურნალისტებისთვის ნარდის მედია ტურნირი გამართა.
თითო მედია საშუალებიდან გუნდის სახით წარმოდგენილი იყო სამი თანამშრომელი. 21 კომპანიის 64 ჟურნალისტი 1/32 ფინალიდან ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრა ერთმანეთს.
თითო წყვილის თამაში ორ მოგებამდე გახლდათ. ტურნირის საპრიზო ფონდი 3000 ლარი. გარდა ამისა იყო სხვასდხვა პრიზები. გათამაშების გამარჯვებული ტელეკომპანია „მაესტრო“ და მისი წარმომადგენელი ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გახდა, რომელემაც ფინალურ დაპირსპირებაში გაზეთ „მესენჯერის“ რედაქტორი ზაზა გაჩეჩილაძე დაამარცხა და პირველი ადგილი მოიპოვა.
შესაბამისად მას საპრიზო ფონდის ყველაზე სოლიდური წილი 1700 ლარი გადაეცა, ხოლო მეორე ადგილოსანს 800 ლარი ერგო. გაიმართა მესამე ადგილისათვის ორთაბრძოლაც, ნახევარფინალში დამარცხებულ წყვილს შორის, რომელშიც სააგენტო „fact2.ge”-ის გუნდის წევრმა კახა დარბაიძემ პირველი არხის ჟურნალისტი ლევან ღუდუშაური დაამარცხა და 500 ლარი მიიღო. პრიზი ერგო ტურნირის საუკეთესო მანიდილოსან მოთამაშესაც. „აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტი ნინო ნუცუბიძე, ლოპოტაზე ორკაციანი საგზურით დასაჩუქრდა გამორჩეული ასპარეზობისთვის.
გარდა ამისა ყველა მონაწილეს კრისტალბეთის ანგარიშზე საჩუქრად დაერიცხათ 50 ლარი.