19 სექტემბრს,15:30 საათზე, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, სოფელ ახალქალაქში, არტ ვილა "გარიყულაში" ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, Fest I Nova 2015 G-15 გაიხსნება.
Fest i Nova 2015-ზე, თიბისი ბანკის პროექტის - #წერექართულად ფარგლებში ინტერაქტიული არტ ობიექტი იქნება წარმოდგენილი.
წელს ფესტივალი „ფესტინოვა G-15“ არტ-ვილა გარიყულას დაარსებიდან მეთხუთმეტე წლისთავს ეძღვნება. თიბისი ბანკი უკვე მესამე წელია ფესტივალის მხარდამჭერია.
დასწრება თავისუფალია!
გთხოვთ, გვეწვიოთ!