GWP-ის მენეჯერები მოსახლეობასთან თავად იკონტაქტებენ

GWP-ის მენეჯერები მოსახლეობასთან თავად იკონტაქტებენ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალ პროექტს ნერგავს. დღეიდან, 18 სექტემბრიდან, კომპანიის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები პირადად დაუკავშირდებიან მომხმარებლებს და გაარკვევენ, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა კომპანიის მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოებით.

ყოველდღე, ცხელ ხაზის საშუალებით შემოსულ თითოეულ ზარზე რეაგირების ხარისხს „ჯორჯიან უოთერ ფაუერის“ მენეჯერები პირადად გააკონტროლებენ. დღის მანძილზე კომპანიის წარმომადგენლები ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდებიან იმ აბონენტებს, რომლებმაც კომპანიას დაზიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და გამოკითხავენ, მათი აზრით, რამდენად ეფექტურად შესრულდა ესა თუ ის სამუშაო.

მომხმარებელთან ამგვარი უკუკავშირი რეგულარულ რეჟიმში განხორციელდება, რაც  კომპანიას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება.