ერისთავის ქუჩაზე წყალსადენის 700მმ-იან ქსელზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია.
კომპანიის ტექნიკური ბრიგადები, მაგისტრალურ ქსელზე დაზიანებიის აღმოსაფხვრელად გაძლიერებულ რეჟიმში დილიდან მუშაობდნენ. ადგილზე, მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და ტექნიკური პერსონალი.
ამ დროისათვის სამუშაოები დასრულებულია. მაგისტრალური ქსელი წყლით 18:00 საათიდან დაიტვირთება, ხოლო მოსახლეობას, წყალმომარაგება ეტაპობრივად, მაქსიმუმ 21:00 საათამდე აღუდგება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება, შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზის - 2 93 11 11, ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და ვებ-გვერდის - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.