სოზარ სუბარი წიგნის  პრეზენტაციას დაესწრო

სოზარ სუბარი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებილ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტის „რელიგია და სამართალი“ ფარგლებში გამოცემული წიგნის „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლებაზე“ პრეზენტაციას დაესწრო.

წიგნი აერთიანებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-9-ე  მუხლზე - „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება“ მიღებულ გადაწყვეტილებებს. თითოეულ საქმეში მოკლედაა გადმოცემული ფაქტები, მხარეთა არგუმენტები და სასამართლოს შეფასება, რაც, როგორც სპეციალისტებს, ისე დაინტერესებულ მკითხველს, საშუალებას მისცემს მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.