GWP დიდუბის რაიონში, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს, დღეს დილიდან ახორციელებს

GWP დიდუბის რაიონში, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს, დღეს დილიდან ახორციელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ერისთავის ქუჩაზე წყალსადენის 700 მმ-იან ქსელზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დილიდან ახორციელებს.

აღნიშნული დაზიანების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე 05:50 წუთზე დაფიქსირდა. GWP-ის ტექნიკური ბრიგადების მიერ მოხდა მყისიერი რეაგირება და ტექნიკური სამუშაოები 06:40 წუთისთვის უკვე დაწყებული იყო.  წყალმომარაგების წყვეტის შესახებ ინფორმაცია აბონენტებს, SMS შეტყობინების სახით 06:30 წუთზე მიეწოდა.

წყალმომარაგების ალტერნატიულ კვებაზე გადართვის შედეგად, შესაძლებელი გახდა, აბონენტების დიდი ნაწილისთვის, დილის 10:00 საათიდან წყალმომარაგების აღდგენა.

ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 17 სექტემბერს 07:00 საათიდან 18 სექტემბრის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

წერეთლის გამზირს #91-დან ბოლომდე, სამტრედიის, გრიგოლ რობაქიძის, აგლაძის, სანაპიროს, თ. ერისთავის, დგებუაძის, მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩებს, ასევე დიდუბის დასახლებას

დღის მანძილზე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში ცისტერნებით მიაწვდის. ცისტერნების ლოკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება, შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელ ხაზის - 2 93 11 11, ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და ვებ-გვერდის -http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli  მეშვეობით.

წყალსადენის დაზიანების მიზეზებს, კომპანია უახლოეს მომავალში გამოიკვლევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.