კიდევ ერთი გემრიელი შემოთავაზება! გიყვართ გემრიელი კერძები? მაშინ არ დააყოვნოთ და ფუდპანდა მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე! რთულია გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი ფასდაკლების დროს! მით უფრო, თუ ვერ ახერხებ რესტორანში მისვლას...
ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ. გამოიყენეთ ვაუჩერის კოდი APP40 და მიიღეთ 40%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ შეკვეთაზე ონლაინ გადახდისას! გამოიძახეთ გემრიელი და ძალიან გემრიელი კერძები ავოკადოდან! წინ სასიამოვნო დღეები გელით....
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.
გემრიელი რეცეპტი ფუდპანდასგან - ქათმის მწვადი ჰავაიურად
არომატული და წვნიანი ქათმის მწვადი. მისი ერთხელ მომზადების შემდეგ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, რომ კვლავ დააგემოვნოთ. მარინადი მისი მთავარი ინგრედიენტია.
რეცეპტის ინგრედიენტები: 700 გრ. ქათმის მკერდის ფილე, დაჭრილი 2.5 სმ. ზომის კუბებად, 1 ქილა (450 გრ) დაუმტკბარი ანანასის ნაჭრები (დაკონსერვებული), ½ ჭიქა სოიოს სოუსი, ¼ ჭიქა მცენარეული ზეთი, 1 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი, 1 ჩაის კოვზი დანაყილი ნიორი მარილთან ერთად, 2 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა), 1 ჩაის კოვზი მშრალი მდოგვი, ¼ ჩაის კოვზი დაფქული ახალი წიწაკა, 1 დიდი მწვანე წიწაკა, დაჭრილი 2.5 სმ. ზომის ნაჭრებად, 12 ცალი საშუალო ზომის სოკო, 18 ცალი პამიდორი ჩერი, ცხელი მოხარშული ბრინჯი.
მომზადების წესი: მოათავსეთ ქათამი ლანგარზე, გადაწურეთ ანანასი, გადაინახეთ ნახევარი ჭიქა წვენი, პატარა ქვაბში ანანასის წვენს შეურიეთ რეცეპტის მომდევნო 7 ინგრედიენტი, მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მომზადებული სოუსი მოასხით ქათმის ნაჭრებს ლანგარზე. დააფარეთ და გააცივეთ ერთი საათის განმავლობაში. ამოიღეთ ქათამი მარინადიდან, ხოლო მარინადი გადაინახეთ. შამფურზე მონაცვლეობით წამოაცვით ქათამი, ანანასი, მწვანე წიწაკა, სოკო და პომიდორი. გრილზე, ცხელ ნაკვერჩხალზე, შეწვით ქაბაბი 20 წუთით, ხორცის შეწვამდე. როცა გადააბრუნეთ, მალ-მალე წაუსვით მარინადი. გემრიელია ცხელ ბრინჯთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!