ხვალ, 17 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქიბარ ხალვაშის მიერ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნების მიზნით აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართება.
მოსამზადებელ სხდომაზე განიხილება მხარეთა შუამდგომლობები და სხვა საპროცესო საკითხები, საქმის მთავარ სხდომაზე მოსმენისათვის მომზადების მიზნით.
საქმეს განიხილავს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.
სხდომა გაიმართება სასამართლოს მე-2 დარბაზში.