სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ახალი ინიციატივა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ახალი ინიციატივა

სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში პირობით მსჯავრდებულთა სერვისისთვის  კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი  სახის საფასურის  გაუქმება იგეგმა. სამინისტროში მზადდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელთა მიღების შემდეგაც,  გაუქმდება ვიდეოპაემნის საფასური, ასევე, უფასო გახდება პრობაციის ბიუროში დროებითი რეგისტრაცია.

„ჩვენი თანამოქალეებისთვის ეს ყველაფერი გარკვეულ  ხარჯებთან  იყო დაკავშირებული. ამიტომაც,  ჩვენ უარს ვამბობთ ასეთი ტიპის საფასურებზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ბევრი სიახლე დავნერგეთ  და კიდევ არაერთი ნოვაციის  განხორციელებას ვგეგმავთ,“ _ განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის აღნიშნულ  ინიციატივას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მიესალმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რიგი ფინანსური ვალდებულებებისაგან  ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება, წინგადადგმული ნაბიჯია.