თურქეთის უმსხვილესი ოპოზიციური მედია საშუალებებიდან ერთ-ერთის, დოღან მედია ჯგუფის მიმართ (CNN Türk ტელევიზია მის დაქვემდებარებაშია) „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის“ ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
გაზეთი „Hürriyet“-ის ინფორმაცით, სტამბულის ბაქირქოის გენერალურმა პროკურატურამ დოღან მედია ორგანოებში გამოქვეყნებული მასალებიდან გამომდინარე მედია საშუალებების ხელმძღვანელების შესახებ „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის“ ბრალდებით საქმე აღძრა.
„დოღან მედია ჯგუფის“ შემადგენლობაში CNN Türk-თან ერთად შედის თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი „Hürriyet“, სატელევიზიო არხი Kanal D და საინფორმაციო სააგენტო DHA. ბოლო პერიოდში, იგივე მედია-ჯგუფის გაზეთ „Hürriyet“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, AKP-სთან (სამთავრობო პარტია) არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ორჯერ დაესხნენ თავს რედაქციის ოფისს და შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული ოპოზიციური მედია ჯგუფის, Samanyolu Grup-ის გენერალური დირაქტორი, ჰიდაეთ ქარაჯა უკვე ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება, ისევე როგორც გაზეთ „თარაფის“ ჯურნალისტი მეჰმეთ ბარანსუ. გასულ კვირას პოლიციამ İpek Holding-ის ოფისები დარბია. ჩხრეკა დღემდე გრძელდება, გუშინწინ კი, ფოლიციამ კი ჟურნალი Nokta-ს ოფისი დაარბია, რედაქტორი დააკავა და ჟურნალის გავრცელება შეაჩერა.
ქვეყანაში არსებულ მედიასაშუალებებზე პერმანენტულად განხორციელებული თავდასხმები და დარბევები იმაზე მეტყველებს, რომ თურქეთის ხელისუფლება თავისუფალი პრესის დაშინებას ისახავს მიზნად.