თურქეთის პოლიციამ, პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის პროპაგანდის ბრალით ჟურნალი „ნოქთა“ დაარბია და ჟურნალის ნომრის პასუხისმგებელ რედაქტორი, მურათ ჩაფანი დააკავა. პროკურორის მიერ დაკითხულ და შემდეგ დაკავების მოთხოვნით სასამართლოში გაშვებული ჟურნალისტი სასამართლომ გაანთავისუფლა.
ჟურნალის დარბევის მიზეზად კი, ჟურნალის უკანასკნელი ნომრის გარეკანზე დახატული, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენების შემდეგ ტერორისტების მიერ დაცხრილი და სიცოცხლე შეწირული ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიიდან პრეზიდენტ ერდოღანის სელფის ამსახველი ფოტოს გამოქვეყნებას ასახელებენ.
დარბევის ფაქტთან დაკავშირებით, ჟურნალი „ნოქთა“-ს მთავარმა რედაქტორმა, ჯევჰერი გუვენმა, საკუთარი და ჟურნალის Twitter გვერდზე განცხადება გაამოაქვეყნა.
ჯევჰერი გუვენი აცხადებს, რომ ღამის საათებში პოლიციელების ჯგუფმა ჟურნალი „ნოქთა“ დაარბია, ხოლო დღეს გამოსაცემად გამზადებული ბოლო ნომრის გავრცელებაც აეკრძალათ. როგორც ის ამბობს, დარბევის მიზეზი, ჟურნალის გარეკანზე შეწირული ჯარისკაცების დაკრძალვიდან ერდოღანის „სელფის“ ამსახველი ფოტო გახლდათ.
დაკავებულმა რედაქტორმა, მურათ ჩაფანმა პროკურორთან დაკითხვისას თქვა, რომ ეს დამონტაჟებულ სურათი მატ მოიგონეს, გაზეთი The Guardian-ის მიერ, ერაყის ომის დროს ტონი ბლერის, ომთან დაკავშირებულ ამსახველ სელფის ფოტოს ანალოგიიტ. „პრეზიდენტ ერდოღანს ხშირად ვხედავთ შეწირული ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიებზე, ვისმენთ მის გამოსვლებს. ამიტომ ჩვენ გვინდოდა მისი სიტყვები ირონიულად გაგვიკრიტიკებინა. არანაირ ტერორიზმთან კავშირი არა მაქვს. არც მე და არც ჟურნალის რედაქციას პრეზიდენტის შეურაცხყოფის მიზანად არ გვქონია“ - განაცხადა მან. პროკურატურამ სასამართლოში ჟურნალისტის დაკავება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ იგი გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ მან განაცხადა: „მართალი ყაველთვის მართალია, მაგრამ ძლიერი ყოველთვის არ არის ძლიერი. რაც ვიცით - სწორია, და იმისგან უკან არ დავიხევთ“.
შეგახსენებთ, რომ The Guardian-ში ტონი ბლერის სურათის დაბეჭდვის შემდეგ არც ჟურნალისტი დააკავეს და არც გაზეთის რედაქცია დაარბიეს.
ჟურნალ „ნოქთას“ დარბევამ და ჟურნალისტის დაკავებამ დიდი რეზონონსი გამოწვია ქვეყნის ოპოზიციურ მედიაში და ელიტაში.