საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში წარმეობული დავა თბილისის წყალმომარაგების კომპანიასა და ყოველდღიურ გაზეთ „რეზონანსის“ წარმომადგენლებს შორის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასარგებლოდ დასრულდა.
რამდენიმე დღის წინ, ქარტიის საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართა, სადაც ქარტიამ, გაზეთი „რეზონანსის“ ჟურნალისტისა და რედაქტორის მხრიდან ჟურნალისტური ეთიკის #1 პრინციპის დარღვევა დაადასტურა და დავა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა. („პრინციპი #1: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას -მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“)
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით 2015 წლის აპრილში მიმართა. განცხადების საგანი, გაზეთი „რეზონანსის“ ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ მომზადებული სტატია იყო, რომლის სათაურშიც კომპანია GWP-ის შესახებ უზუსტობა იქნა დაშვებული, რაც არ შეესაბამებოდა გამოქვეყნებული მასალის შინაარსს და ეწინააღმდეგებოდა რეალურ სიტუაციას.