თამარაშვილის ქუჩაზე  გარე განათების ქსელის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

თამარაშვილის ქუჩაზე გარე განათების ქსელის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

„სინათლის ქალაქმა“ გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე გარე განათების ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე  განათების  50-მდე ახალი  ბოძი და 100-მდე სანათი დამონტაჟდა. გარდა ამისა, აღნიშნულ მონაკვეთზე „სინათლის ქალაქმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციებიც გაიყვანა და ახლადდამონატაჟებული ბოძები შეღება. სულ, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე „სინათლის ქალაქმა“ კილომეტრნახევრიანი ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა.

შეგახსენებთ, 13 ივნისის სტიქიის შედეგად, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ჩქაროსნულ გზაზე გარე განათების ქსელი მთლიანად დაზიანდა. გზის გაწმენდის  დასრულების შემდეგ „სინათლის ქალაქმა“ ადგილზე 50-მდე მუშახელი და 10-მდე ტექნიკა შეიყვანა და ქსელის აღგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაასრულა.

მოძრაობა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით 14 სექტემბერს აღდგა.  ავტომანქანებს  ხილიანზე გადასვლა და  პოლიციის გავლით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა შეუძლიათ.