პირველად სასჯელაღსრულების მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების ვიზუალური/ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის წესები განისაზღვრა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების რეგულაციები დააწესა. მინისტრის მოცემული ბრძანებით სამინისტრომ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება, რითაც მკაფიოდ განსაზღვრა ელექტრონული მეთვალყურეობის წესები და მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების, დაცვისა და განადგურების რეგულაციები.
მოცემული რეგულაციებით მსგავსი სახის კონტროლი არ გულისხმობს ფარულ თვალთვალს და მიმართულია დაწესებულებაში სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად. გიორგი მღებრიშვილის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ადმინისტრაცია ვალდებულია ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის ადგილზე განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი.
ბრძანების მიხედვით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობა და კონტროლი არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულებაში არსებულ საერთო სარგებლობის საშხაპეებში, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებში და ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილ ოთახებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ბრძანება ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების თაობაზე შეიძლება გამოიცეს ვადით არაუმეტეს 3 თვისა და მას ხელს დაწესებულების