საკვების ონლაინ შეკვეთის საერთაშორისო კომპანია „ფუდპანდა“ მომხმარებელს საუკეთესო სერვისს სთავაზობს და მსოფლიო ბაზარზე ლიდერობისკენ ისწრაფვის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, 2012 წლიდან მოყოლებული, „ფუდპანდამ“(www.foodpanda.ge ) 310 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსების მოპოვება შეძლო, რამაც ხელი შეუწყო მსოფლიო ბაზარზრე მის ლიდერობას.
ძირითადი კონკურენტების შესყიდვის შემდეგ, ინდოეთში, მექსიკაში, რუსეთში, ბრაზილიაში, ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აზიაში, კომპანია ტექნოლოგიებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობას კიდევ უფრო აძლიერებს.
მაისის დასაწყისში ფუდპანდამ (www.foodpanda.ge), ახალი დაფინანსების შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა. არსებული და ახალი ინვესტორებისგან, Goldman Sachs-ის მხარდაჭერით 100 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის დაფინანსება მიიღო. ინვესტორებს შორისაა, მთავარი პარტნიორი Rocket Internet-ი. მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების დასასრულს Goldman Sachs Investment Partners ფუდპანდას მრჩეველთა საბჭოს შეუერთდება.
ფუდპანდა უახლესი ინვესტიციების განხორციელებას 40 პარტნიორი ქვეყნის მასშტაბით მომსახურების, კერძოდ, მიტანის ოპერაციებისა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობაში გეგმავს.
რალფ უენცელი, ფუდპანდა ჯგუფის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: „მოხარულები ვართ Goldman Sachs Investment Partners-ის მხარდაჭერით, რადგან მას ონლაინ ბაზრებზე ოპერირების საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია და ჩვენი ინვესტორების ჯგუფთან ერთად 3 მილიარდზე მეტ მომხმარებელზე გასვლით, გავხდებით ლიდერი კომპანია საკვების მიმტანის სერვისში მზარდ ბაზრებზე. აღნიშნული ბაზრები უდიდეს შესაძლებლობას ქმნიან ონლაინ საკვების მიტანის სერვისის განვითარებისთვის და ჩვენ მზად ვართ ამ ტიპის საუკეთესო და ყველაზე კომფორტული გზის შესაქმნელად.“
იან ფრიდმენი, Goldman Sachs Investment Partners: “ფუდპანდას ზრდის ტემპმა და მაღალი კვალიფიქაციის მართვის გუნდმა ჩვენში დიდი ინტერესი შექმნა. გვჯერა, რომ ფუდპანდას უზომო პოტენციალი გააჩნია, დაიმკვიდროს ლიდერი პოზიცია მზარდ ბაზრებზე. კომპანიის ინოვაციური გადაწყვეტილებები და არსებული ღირებულებები ამის შესაძლებლობას იძლევა.“
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 80-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია ხუთი კონტინენტის მასშტაბით, რომელთაგან 32-ში ლიდერია. კომპანია გლობალურად 580-ზე მეტ ქალაქშია აქტიური და 60,000-ზე მეტ რესტორანთან პარტნიორობს.
გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. ამ ეტაპზე ფუდპანდა მსოფლიო 40 ბაზარზეა აქტიური, მათ შორის, აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებში.