ჭადრაკში გლდანის ჩემპიონი გამოვლინდა

ჭადრაკში გლდანის ჩემპიონი გამოვლინდა

გლდანში მოსწავლეთა შორის ჭადრაკის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ღონისძიება გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით განხორციელდა და კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებათა  ფარგლებში მიმდინარეობდა.

გლდანის გამგეობის შენობაში   ნახევარფინალისტები  IV-VI კლასის ასაკობრივ კატეგორიაში - ლუკა შეყილაძე და ანრი ლომიძე,  VII-IX კლასის ასაკობრივ ჯგუფში - ნიკოლოზ ძიგოშვილი და დავით ღლონტ შეხვდნენ ერთმანეთს.

გამარჯვება ანრი ლომიძემ (სკლლა N 118) და დავით ღლონტმა (სკოლა N 173) მოიპოვეს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ: მსოფლიო მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი და ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები,  მთავრობის წევრები და უცხოელი სტუმრები.

ჩემპიონები და პრიზიორები თასებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს: ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ. საკრებულოს წევრებმა: დავით უთმელიძემ და მანუჩარ მაჩაიძემ, ქალაქის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, ასევე ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარემ გია გიორგაძემ, ,,თბილისზე  ზრუნველის“ წოდების მფლობელმა თემურ გოცირიძემ და გადაცემა ,,ეტალონის“ წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს  გლდანის რაიონის გამგეობის წინ მდებარე სკვერში ,,ჭადრაკის მონუმენტი“ გაიხსნა. მონუმენტზე გამოსახულია მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის მიერ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული ფინალური პარტია.