18 მაისს, 12:30 სთ-ზე საერთაშორისო ჰოლდინგი „AS Group Investment“ (ბაქო) და „TBC BANK“ (თბილისი) გააფორმებენ თანამშრომლობის მემორანდუმს პროექტის „დირსი“ შესახებ.
მემორანდუმი ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის - „დირსის“ კლიენტებისთვის ექსკლუზიური სასესხო პროდუქტის შეთავაზებას.
ჟურნალისტებისთვის და სტუმრებისთვის გათვალისწინებულია პრესს-კონფერენცია, პრესს-ტური და ფურშეტი.
გთხოვთ მობრძანდეთ!
მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის არსებული ტერიტორია, საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“