შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას შვედური რადიო, "როიტერზე" დაყრდნობით ავრცელებს.
თავის მხრივ კი "როიტერი" ნავთობკომპანიაში კარლ ბილდტის დანიშვნაზე ინფორმაციის გავრცელებისას ნავთობკომპანიის მფლობელს მიხაილ ფრიდმანს ეყრდნობა.
ფრიდმანი რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილზეა და სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მაგნატი და პუტინთან განსაკუთრებულად დაახლოებული პიროვნებაა. ბილდტი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრად 2006-2014 წლებში მუშაობდა, ხოლო 1991-1994 წლებში შვედეთის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა.
შვედური პრესის ინფორმაციით, 2001 წელს, ბილდტი ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული რუსული კომპანია "ვოსტოკ ნაფტა ინვესტმენტის" აქციონერი და მმართველი კაბინეტის წევრი გახდა. ეს კომპანია მართავდა გაზპრომისა და როსნეფტის აქტივებს რუსეთის საზღვრებს გარეთ.
ცნობისთვის ინფორმაციის გასაჯაროებამდე 1 დღით ადრე, 2015 წლის 13 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, კარლ ბილდტი პეტრო პოროშენკოს რეფორმების მრჩეველთა საბჭოს წევრად დაინიშნა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.