სოზარ სუბარი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

სოზარ სუბარი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს ლორან კორბსს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს საქართველოში  ელენა მილოშევიჩი-ლეპოტიჩსა და ბილიანა მილოშევიჩს შეხვდნენ.

წითელი ჯვრის ეგიდით,   შექმნილია  ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც  1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების საკითხებს შეისწავლის. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნული საკითხების შესახებ იმსჯელეს.

მომდევნო კვირაში, სტამბოლში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია  აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან  მორიგ შეხვედრას გამართავენ.