ევროპის დღის აღსანიშნავად, სოფელ კარალეთში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის (UN FAO) ორგანიზებით გაიხსნა თევზის სატბორე მეურნეობა.
თევზის სატბორე მეურნეობა ეკუთვნის 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებს. იგი გაკეთდა საარსებო წყაროების პროექტის დახმარებით. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
ოთხმა დევნილმა ოჯახმა გამოიკვლია შესაძლებლობები და გადაწყვიტა გაერთიანება ზუთხის სატბორე მეურნეობის დასაარსებლად. მათ შეიძინეს 0.4 ჰა მიწა მდინარის პირას, გორთან ახლოს და დაარსეს კომპანია. ეს არის საუკეთესო მაგალითი, რომ კარგად გამიზნული ფინანსური და ტექნიკური დახმარება ხელს უწყობს დევნილთა ოჯახური მეწარმეობის განვითარებას.
თევზის სატბორე მეურნეობის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი დაესწრნენ.